თბილისის პარალელურად აქციაა ქუთაისში

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. პარლამენტთან მომიტინგეებს სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები გაერთიანებული საპროტესტო მსვლელობით შეუერთდნენ.

საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია.

საპროტესტო აქცია გრძელდება ქუთაისშიც. მოქალქეები მერიის წინ იკრიბებიან, სადაც ამ  კარვების გაშლას გეგმავენ.

მსგავსი თემები