საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული EU-ს დელეგაციის წევრები, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, დღეს 21:00 საათიდან შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მესამე სექტორთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი ისინი მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან.
დელეგაციაში შედიან:
რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი