ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა.
მისი თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას აირჩიოს ახალი პრეზიდენტი შაბათს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება“, – წერს მიჰკელსონი.