აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ინფორმაციით, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების 17 მუხლიდან 15-ზე მიღწეულია დადებითი შედეგები.
მისი თქმით, სამშვიდობო ხელშეკრულება მოიცავს პრეამბულას და 17 მუხლს, რომელთაგან შეთანხმება 15 მუხლზე მიღწეულია და კითხვები რჩება ორი მუხლთან დაკავშირებით.
„ღია საკითხებზე მუშაობა გრძელდება, უკვე გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი და ტექსტის გაცვლა. ჯერ ვერ მოხერხდა სრულად შეთანხმებული ვერსიის მიღწევა“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.