საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილთან სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

,,საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს ეს ქმედებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული.

მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, ქართველი ხალხის მისწრაფებებს კიდევ ერთხელ მიესალმა”, – წერია მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები