საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, იოსებ გოგიჩაიშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი სოსოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის სამძიმრის წერილში.
საქართველოს დამსახურებული არტისტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
„ჩემი უფროსი მეგობარი, არაჩვეულებრივი არტისტი, ჩვენი გოგიჩას მამა წავიდა თავის უსაყვარლეს შვილთან. მადლობა მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის“, – წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში.