პარლამენტმა რვა ახალი წევრის უფლებამოსილება ცნო. უფრო ზუსტად, ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლეა – ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე – არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე – სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე – თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე – თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე – პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე – ირაკლი ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, დღეს, პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.