ბაშარ ალ-ასადის გაქცევასა და სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს კომენტარის გაკეთება სთხოვეს. როგორც მაო ნინი აცხადებს, ყველამ პატივი უნდა სცეს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩინეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სირიაში არსებულ ვითარებას. სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ. ჩინეთის მეგობრული ურთიერთობები სირიასთან არის ყველა სირიელი ხალხისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტაბილურობა დაბრუნდება რაც შეიძლება მალე“ – აცხადებს მაო ნინი.
კითხვაზე, იყო თუ არა ჩინეთი კონტაქტში ბაშარ ალ-ასადთან, მისი პასუხი შემდეგია:
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სირიაში არსებულ ვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ სტაბილურობა დაბრუნდება რაც შეიძლება მალე და შესაბამისი მხარეები იპოვიან პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც აღადგენს სტაბილურობას და წესრიგს სირიაში“.