„თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
პარალელურად ხალხი შეკრებილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე მე-11 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება.
ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე ტერიტორია თავისუფალია და საპოლიციო კორდონი არ დგას.
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.