“ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ”- მედია

“სირიის გადამდგარი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ” – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რუსეთმა მათ თავშესაფარი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მისცა.

„სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“ – განაცხადა წყარომ.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.

მსგავსი თემები