28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი აქციის მონაწილე

28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი მოქალქე. ამის შესახებ, შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები“- აღნიშნა მინისტრის მოადგოლემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ
ფარგლებში.

მსგავსი თემები