„ზარალი ასი ათასობით ლარს აღემატება“ – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე აქციის პერიოდში მომხდარ შემთხვევებზე და გაძარცვულ და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს.
შსს გმობს ყველა სახის ძალადობას და გააკეთებს ყველაფერს, თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით… დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
აქციის მიმდინარეობის პერიოდში, ჩვენი მოქალაქეების ხედავდნენ ცეცხლმოკიდებულ საკანონმდებლო ორგანოს, დამწვარ და დანგრეულ კერძო პირების ქონებას, ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის არსებულ ქონებას, მთ შორის, სკამებს, ნაგვის ურნებს, საგზაო ნიშნებს. ვიხილეთ გარე კაფეების ინფრასტრუქტურის სრული განადგურება, ასევე, ვანდალურად ინა დარბეული რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიის ვიტრინები. დარბეული და გაძარცულია მაღაზიები. აქციის მონაწილეების მიერ, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტირიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა „სვაროვსკის“ მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული, შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები. ასევე, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი“ – აღნიშნა დარახველიძემ და ძარცვის სხვა ფაქტებიც ჩამოთვალა.
მისივე განცხადებით, კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი
ასიათასობით ლარს აღემატება.