თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ შორს იყვნენ, „წიგნების თაროს“ მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ბერიძე და სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც ნიკა ბენიძემ აღნიშნა, მას არაფერი დაუშავებია.
„ტროტუარზე ვიმყოფებოდი, როცა გაფრთხილების გარეშე, 10 კაცამდე ჩქარი ნაბიჯებით ჩვენს წინააღმდეგ დაიძრა. მათი მიზანი იყო ვინმეს დაკავება. არაფერი დამიშავებია. პოლიციელებმა წარმოადგინეს ჩვენებები, რომელიც ერთმანეთთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილებით გამათავისუფლა“, – განაცხადა ნიკა ბერიძემ.
როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ სანდრო მეტრეველს დაზიანებები აღენიშნება.