“ასადის დიქტატურის დასასრული დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა”- კაია კალასი

“ასადის დიქტატურის დასასრული პოზიტიური და დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა. ეს ასევე აჩვენებს ასადის მხარდამჭერების, რუსეთისა და ირანის სისუსტეს” – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი შეფასებით, სირიის აღდგენის პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ყველა მხარე მზად უნდა იყოს კონსტრუქციული ჩართულობისთვის.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხობას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკიც ეხმაურება.

“ასადის დასასრული არის დიდი შვება მილიონობით ადამიანისთვის სირიაში – ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი მარადიული სისასტიკის შემდეგ“ – აცხადებს ბერბოკი.

“ბარბაროსული სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, დაეცა. პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას”- წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.

მსგავსი თემები