ბაშარ ასადი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. წყაროს ცნობით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას „Reuters-ი” ავრცელებს. ამ დროისთვის ბაშარ ასადის, მისი მეუღლისა და ორი შვილის ადგილსამყოფელი უცნობია.
მას შემდეგ, რაც ამბოხებულები დედაქალაქში შევიდნენ და ბაშარ ასადი 24-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ის დამასკოში, თვითმფრინავში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.
„თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა, შესაძლოა, ტრანსპონდერი გამორთულია, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ალბათობაა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს…“ – თქვა ერთმა სირიელმა წყარომ.