საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა დონალს ტრამპს შეხვდეს – “დეილი მეილი”

სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ტრამპთან შეხვდერა ემანუელ მაკრონის შუამავლობით ნოტრ-დამის აღდგენილ ტაძარში გაიმართება.

„არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარიზში ვიზიტის დროს ფეთქებადი დიპლომატიური შეტაკება ელოდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოსალოდნელი შეხვედრით საქართველოში სადავო არჩევნების გამო ქუჩის პროტესტების ფონზე“, – წერს „დეილი მეილი“.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელნსკის.

მსგავსი თემები