“ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები” – ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამენ.
„ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისწრაფებების სერიოზულ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დავით გამოირჩა, რაც ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვითვალისწინებთ ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ და დარღვევების, მათ შორის ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ცნობების საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ, ცნობების, რამაც საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია“- აცხადებენ პრეზიდენტები.