სასამართლომ აქციის მონაწილე ყველა დაკავებული პატიმრობაში დატოვა

8 ადამიანი, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ იპატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მან ეს გადაწყვეტილება ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით მიიღო.

დაცვის მხარის ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და გირაოს  –  3 000, 5 000, 8 000,10 000 – ითხოვდნენ.

დაკავებულები – ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ბრალდებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბრალდებულებიდან ხუთს – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი თემები