“მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, გერმანია ქართველი ხალხის გამბედაობას მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით“ – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გარადა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს დააშინოს და ჩაახშოს ყოველდღიური მასობრივი სახალხო პროტესტი, რომელიც მის ევროკავშირისკენ გზიდან გადახვევასა და ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას მოჰყვა“.