აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში: ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებში სამართალდამცავები არიან განლაგებულები.

პროტესტის მონაწილეები მერვე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.

მსგავსი თემები