„2 მილიონის პიროტექნიკა გაყიდული, ეს ქაუნთერი არ არის ეს არის ლუზერი“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, 2 მილიონის პიროტექნიკაა გაყიდული. მისი თქმით, წინასწარ რატომ გაიყიდა 2 მილიონს პიროტექნიკა და ეს 2 მილიონი სად წავიდა?

„ბავშვებო, შვილებო, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს „ქაუნთერი“ არ არის. ეს არის „ლუზერი“ აგენტების მიერ წაქეზებული პროცესი…  მზადება 16-20 დეკემბრისთვის მიმდინარეობდა, თუმცა ხელისუფლებამ მათ „ეს მავნე და ფაშისტური ენერგია“ წინასწარ დაახარჯვინა. ამოვიღეთ მონაცემები, 27 ნოემბრამდე, 2 მილიონის, თუ არ ვცდები, თითქმის ორჯერ მეტი პიროტექნიკა არის გაყიდული, სხვათა შორის, ძირითადად მსხვილკალიბრიანები“ – აცხადებს მდინარაძე.

 

მსგავსი თემები