ალეკო ელისაშვილს ბრალი პოლიტიკური დევნის ნიშნით წარუდგინეს

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ბრალი  პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარუდგინეს. უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ელისაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები