„აშშ-ის საელჩოს საშაირო ქარდები“ – მამუკა მდინარაძე

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო “ქარდებს” დებს“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე საელჩოს მიერ გავრცელებულ ბანერზე, სადაც წერია: „ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რკინასავით მტკიცეა“.

მდინარაძე ამ „ქარდს“ შაირით პასუხობს.

„ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ – „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? – მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება“, –  აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

მსგავსი თემები