რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვანებმა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის, ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
ხელოვანებს დღეს დაგეგმილი ჰქონდათ, რომ რუსთაველის თეატრში შეხვედრა გაემართათ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრათ, შეედგინათ სამოქმედო გეგმაც, თუმცა ისინი თეატრში არ შეუშვას და კართან პოლიციის კორდონი ჩააყენეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, რობერტ სტურუამ თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ ,,რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში”.