,,ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს” – შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოხატა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. ამის შესახებ შტაინმაიერის სპიკერი, სერსტინ გამელინი X-ზე წერს.

,,საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის”, – თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას გამელინის თანახმად.

მსგავსი თემები