პრეზიდენტი „ქართულ ლეგიონზე“

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმიანება. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს „ლეგიონი: საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცხადება თავად „ლეგიონის“ წევრებმაც გაავრცელეს და უარყვეს ეს ინფორმაცია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

„ქართული ლეგიონი“ აცხადებს, რომ კატეგორიულად უარყოფენ  უსაფუძვლო ბრალდებებს, მათი დაბრუნების შესახებ.

მსგავსი თემები