“დღეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების შესახებ ვესაუბრე, ევროკავშირი თქვენს მხარესაა” – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ევროკომისარი ამბობს, რომ აფასებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძონ.
„ვაფასებთ ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძონ, ვაფასებ. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. არავითარი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“ – წერს მარტა კოსი.