აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტრო “რუსთაველისკენ” წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზეც. აქციის მონაწილეები არიან ქაშვეთის ტაძრის ეზოშიც.

სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა ე.წ გაზის კაფსელების გაშვების შემდეგ.

რუსთაველი გამზირზე სამედიციონო სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ. გარდა ამისა, მუსიკოსები სპეციალურ სცენას აწყობენ, საიდანაც ისინი მოქალქეებს მიმართავენ.

მსგავსი თემები