აქციაზე დაკავებულ პოეტს 8 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა მიიღო. ინფორმაციას ადვოკატი ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს.

„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში. ტაში! მოსამართლე ზვიად ცეკვავა ცეკვავს!

ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში“- დაწერა მან.

მსგავსი თემები