“გარკვეულ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ”- ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გარკვეულ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ.

მისი თქმით, ისინი მოახდენენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ყველამ დავინახეთ კადრებში, სადაც გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნებიც ჰქონდათ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობს და დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა. ვაფრთხილებ ამ ადამიანებს, არც ისე ცოტა სასჯელია“ – განაცხადა სირაძემ.

 

მსგავსი თემები