“დღეს, რუსთაველზე, ჩვენს შვილებთან ბრძოლაში მთელი ერი ვსუსტდებით!.. ხვალ – ყველანი დავმარცხდებით! დღეს არის შანსი! ხვალ მოუსვლელში ვიქნებით ყველანი ერთად… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია წერს.
ჟვანია ამბობს, რომ “ჯერ კიდევ არის კომპრომისის შანსი, თუნდაც ისეთი კომპრომისის, რომლის დროსაც კარგავ ყველაფერს, მაგრამ ყველაფრის დაკარგვით ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლისუნარიანობას შევინარჩუნებთ“.
“კეთილგონიერების ნაკლებობის პირობებში, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი საზოგადოების შიგნით არსებული ნაპრალი ამოუვსებელ უფსკრულად არ ვაქციოთ. ფაქტია, რომ დღეს, რუსთაველზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას. მომავალი, რომლის სწორი და უალტერნატივო მიზანსწრაფვის შესუსტება ძლიერი ძალის დემონსტრირებით და სავალალოდ, გამოყენებით, ვერ მოხდება. უკვე მერამდენედ გავდივართ უფსკრულსა და ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯის გადადგმით, სტაბილურად განვითარებას შორის გადებულ ძალიან სუსტ ბეწვის ხიდზე. დიალოგს არასოდეს აქვს უკეთესი ალტერნატივა”- ამბობს ჟვანია.