დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია, დანაშაულს უარყოფს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, მიხეილ კალანდია, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ”, – განაცხადა მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე.

როგორც  პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, დღეს, სასამართლო პროცესზე, წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს. ამასთან, როგორც მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები.

“წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების. მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს”, – განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ კალანდია, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

მსგავსი თემები