ახალგაზრდები წყლის ჭავლის პირისპირ (video)

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები: “მონებო, მონებო”.

რუსთაველზე რობოკოპები პერიოდულად აგრძელებენ წყლის ჭავლის გამოყენებას. ახალგაზრდები კი წყლის ჭავლის პირისპირ დგანან.

მსგავსი თემები