,,კიევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, შესაძლოა, დროებით დათმოს” – სტოლტენბერგი

,,ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ომის სწრაფად დასრულების შესაძლო ვარიანტად რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დათმობას განიხილავს”, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა პორტალ Table.Briefings-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიის კონტროლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ სამუდამოდ უნდა მიატოვოს ეს მიწები“, – განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ასევე, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ უკრაინამ, ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ, უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. მისი განმარტებით, ეს შეიძლება იყოს გარანტიები ნატო-ში გაწევრიანების სახით, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა ვარიანტები.

მისი განცხადებით, მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები არ უნდა დაუთმოს, მაგრამ მისი აზრით, უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტის ხაზი და, რა თქმა უნდა, ეს ხაზი, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს ყველა იმ ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სულაც არ იქნება უთუოდ რეალისტური უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები