“მომიტინგეები პოლიციელების წინააღმდეგ ბრუტალუარდ ძალადობდნენ”- კობახიძე

“ერთ მხარეს იყო ბრუტალური, თან სისტემური ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, მეორე მხარეს იყო ცალკეული ინციდენტები, ასევე უკიდურესად შემაშფოთებელი, ორივე მიმართულებით მიუღებელია ძალადობა, შესაბამისად, გამოძიებაც უნდა წარიმართოს ორივე მიმართულებით” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში.

“ბრუტალური ძალადობის განმახორციელებელ ადამიანებს როდესაც იწყალებენ, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციელების დაწვას, ასეთი ფაქტები ახალისებს ძალადობას და ასეთ ადამიანებს შემდეგ აღარ აქვთ მორალური უფლება, რომ ძალადობაზე ისაუბრონ. ძალადობა შობს ძალადობას, ძალადობა წაახალისებს ძალადობას, შესაბამისად, ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ორივე მიმართულებით დავგმოთ ძალადობა. გარდა ამისა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ძალადობრივი აქტები არც ერთი მიმართულებით აღარ შედგეს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები