“ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება”- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი.
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება,რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა – საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – წერს ბუდუ ზივზივაძე „ინსტაგრამზე“.
“საქართველო იმსახურებს ევროპას. შეწყვიტეთ ძალადობა”- ხვიჩა კვარაცხელია