საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. “სირცხვილია” წერს მამარდაშვილი და იმ ახალგაზრდის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც სპეცრაზმი, ძირსდაგდებულს, წიხლებს ურტყამს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ ურტყამს მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას წიხლებს სამართალდამცველი. მის გაჩერებას აქციის სხვა მონაწილეები ცდილობენ, თუმცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მომიტინგეს სახეში ურტყამს ფეხს.