„ყველა ქვეყანა, განურჩევლად მათი ზომისა, განიხილება როგორც თანაბარი“ – ჩინეთის ელჩი

„მოწესრიგებული, მრავალპოლარული სამყარო ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა, განურჩევლად მათი ზომისა, განიხილება როგორც თანაბარი, უარყოფილია ჰეგემონიზმი და ძალაუფლების პოლიტიკა. საერთაშორისო საქმეებში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ დომინირებს“ – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

ელჩის შეფასებით, სწორედ საერთო მომავლის საზოგადოების შექმნა ნიშნავს მშვიდობას და განვითარებას.

„როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს სამყაროს, მსოფლიო მომავლის გათვალისწინებით?   11 წლის წინ ჩინეთი პრეზიდენტმა დასვა კითხვა: საით უნდა მიემართოს კაცობრიობა? მისი პასუხია, კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნა, რომელიც ასახავს თუ როგორ უნდა ავაშენოთ ის. საუკუნეში არნახული ცვლილებებისა განვითარების პარალელურად, რომელიც წარმოდგენილია უკრაინის კრიზისითა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტით, მსოფლიო ქვეყნების უმეტესობა აცნობიერებს, რომ ახალი პრობლემებისა და გამოწვევის წინაშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ დარჩება იზოლირებული მათი გავლენისგან“ – აცხადებს ელჩი.

ჭოუ ციენი  გლობალური საზოგადოების მიზნებზეც საუბრობს და მას, როგორც გრძელვადიან პერსპექტივად განიხილავს.

„გლობალური საზოგადოების მიზანია, შეიქმნას ღია,  ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი სამყარო ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობისთვის.  გლობალური მმართველობის ხელშეწყობა მოიცავს ფართო კონსულტაციებს და ერთობლივ წვლილს საერთო სარგებლობისთვის. საერთო მომავლის გლობალური საზოგადოების შექმნას უმდა ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა და ყველა ქვეყანამ ერთობლივად უნდა გაუმკლავდეს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებს“ – აღნიშნავს ელჩი.

ჭოუ ციენის შეფასებით, დღევანდელ მსოფლიოში, მშვიდობა, უსაფრთხოება, განვითარება და გლობალური მმართველობის დეფიციტი უფრო თვალსაჩინოა ვიდრე ოდესმე.

„ჩინეთი ახორციელებს გლობალური საზოგადოების იდეას, რომელსაც აქვს საერთო მომავალი, რათა სტაბილურობა და პოზიტიური ენერგია შეიყვანოს მშფოთვარე სამყაროში. მოწესრიგებული მრავალპოლარული სამყარო ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა, განურჩევლად მათი ზომისა, განიხილება როგორც თანაბარი, უარყოფილია ჰეგემონიზმი და ძალაუფლების პოლიტიკა, საერთაშორისო საქმეებში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ დომინირებს.  დემოკრატია ნამდვილად არის დაწინაურებული საერთაშორისო ურთიერთობებში“ – აცხადებს ელჩი და დასძენს, რომ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა მყარია.

„ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან. საერთო მომავლის მქონე გლობალური საზოგადოების მმართველობაში დემოკრატია არს ღირებულება რომელსაც ყველა მისდევს“ – აღნიშნავს ელჩი.

 

მსგავსი თემები