“დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!”- რიჰარდს კოლსი

“დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!” – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

„სცენები საქართველოდან: მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების გასაჩუმებლად გამოყენებული პოლიციის სისასტიკე, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ქართველების 80%-ს ევროკავშირში მომავალი სურს, მაგრამ მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ პრორუსული უფსკრულისკენ მიათრევს. დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ – წერს რიჰარდს კოლსი.

მსგავსი თემები