აქციის მონაწილეს, რომელიც მიწაზე ედგო და სპეცრაზმი მაინც ურტყამდა დაზიანებებია აქვს. მას ტვინის შერყევის გარდა, ცხვირია აქვს გატეხილი. ამის შესახებ ახალგაზრდის დედამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აქციაზე მისი ორივე შვილი იმყოფება, ერთი, საავადმყოფოშია, ხოლო მეორე დაკავებულია.
“დაგდებული იყო და კიდევ ამოარტყეს სახეში პირდაპირ, ამას რა ჰქვია ამას ადამიანობის გარდა ყველაფერი ჰქვია. არ ვიცი რა დონზე რამ გაგამხეცათ ესე, ადამიანი გდია. მშვიდობიანად 11 საათზე მივედითო, რატომ მივიდნენ ესე გვიან არ ვიცი, მაგრამ იყვნენ უმოქმედოთ და ესე დაგდებული ვნახე, რომ კიდევ ურტყამენ და მეორე დააკავეს. ცხვირი აქვს გატეხილი, ტვინის შერყევა აქვს და რაღაც დაზიანებები სახეზე. გათიშვები ჰქონდაო უმცროსს მითხრეს და უფროსი დაკავებულია” – ამბობს დედა..
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ ურტყამს მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას წიხლებს სამართალდამცველი. მის გაჩერებას აქციის სხვა მონაწილეები ცდილობენ, თუმცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მომიტინგეს სახეში ურტყამს ფეხს.