ქუთაისში ჟურნალისტებმა აქციაზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა  სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ, კოლეგებს. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ გამოვედით დღეს, რომ დავგმოთ, რაც ორი დღის განმავლობაში განხორციელდა კოლეგების წინააღმდეგ” – განაცხადეს ჟურნალისტებმა.

 

მსგავსი თემები