აქციაზე დაკავებული მოქალქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 28 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალქეების სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება. როგორც დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების უმეტესობა საპოლიციო მანქანებში ჰყავთ, ვინაიდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორსა და ქალაქის სამმართველოში ადგილები აღარ არის. წუხელ დაკავებულების ნაწილს სავარაუდოდ, მცხეთისა და რეგიონების იზოლატორებში გადაანაწილებენ.

28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 150 მოქალქე  სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები