“საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს”- როთი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი. ის X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

“საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს და ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ თავდადებული ევროპელების გვერდით უნდა დავდგეთ. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა“ – წერს მიხაილ როთი.

მსგავსი თემები