“დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიები”- საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სპეციელურ განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებული რეპრესიების შესახებ ცნობებით და ჩვენი მოწოდება მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების პატივისცემაა. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ქართველ ხალხთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებასა და მათი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს.

მსგავსი თემები