“გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია”- პრეზიდენტი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მოუწოდებს მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ახლა დუმილი აღარ შეიძლება.

„ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის შესახებ… დუმილი და ვითომც არაფერი ხდებოდეს სამშობლოში აღარ შეიძლება! ევროპა კარგია, მაგრამ მხოლოდ თქვენთვისაა, არ გამოვა! ღირსებით ევროპისკენ კი არა, ღირსებით ცხოვრება არის მთავარი და საკუთარ თავთან მართლად დარჩენა!

პოზიცია გამოხატეთ – პრესა და ტელევიზიებში, საელჩოებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში ან ჩამოდით და დაუდექით გვერდში თქვენი ქვეყნის მომავალს.

პ.ს. ეს ცხადია არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს გარედან შეუერთდა და იდგა საელჩოებთან“- აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები