სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.
პარალელურად მიმდინარეობდა დაკავებებიც.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით გახდა საჭირო.