აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ

9 აპრილის ქუჩაზე განლაგებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს. წყალს უშვებენ უშუალოდ პარლამენტის ეზოში განთავსებული წყლის ჭავლის მანქანებიდანაც.

პარალელურად, ადგილზე ხდება ცრემლსადენი საშუალებების გაშვება და ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენება. ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების დაკავებასაც.

მომიტინგეები კი სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვრიან.

მსგავსი თემები