პარლამენტთან ვითარება დაიძაბა – გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება დაძაბულია.  თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტიკატის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით.

პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

 

მსგავსი თემები