ექიმი ზაზა თელია, აქციის დაშლის დროს დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას შესახებ წერს. როგორც თელია ამბობს, გურამ როგავას ბედი ჰქონია, რომ სიკვდილს გადაურჩა.
“ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე… არა, უარესია, რაც ვიდეოში ჩანს, რადგან ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ტრავმა ამ ადამიანს არააფექტურ მდგომარეობაში მიაყენეს.
ანუ ის პირუტყვი ნაძირალა, რომელიც ზურგიდან თავში ურტყამს ამ კაცს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იქნას იდენტიფიცირებული და უმკაცრესად დასჯილი. ან ოჯახი არ ჰყავს, ან შვილები არ ჰყავს ამ პირუტყვს. რაღა დარჩა ზღვარი – „ცხოველების ფერმაში“ ვართ“ – წერს ექიმი ზაზა თელია.
„ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას მოტეხილი აქვს სახის ძვლები და კისრის მალა. ის, წუხელ აქციის დაშლის დროს დაშავდა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, მას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სპეც-დანიშნულების რაზმის წევრმა თავში ჩაარტყა.