თბილისის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს

თბილისის მერია წარმატებულ ახალგაზრდებს სწავლის საფასურს 100%-ით დაუფინანსებს. ახალი ინიციატივა დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. 

კახა კალაძის განცხადებით, ინიციატივა სოციალურად დაუცველ და წარმატებულ ახალგაზრდებს შეეხებათ.

„სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა თუ რა თანხით იქნებიან დაფინანსებული, დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე. 100% ვაფინანსებთ ჩვენ  მაღალი აკადემიის მოსწრების სტუდენტებს.აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით არის გაზრდილი სტუდენტების რაოდენობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პირველი, გაიზარდა აკადემიური მოსწრების სტუდენტების რაოდენობა და ზოგადად, პროგრამა საინტერესო არის მათთვის,“- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები